სერიალის პირველ სეზონში მაყურებლის თვალწინ რამოდენიმე სიუჟეტური ხაზი ერთდროულად ვითარდება: ოცი წლის წინანდელი იდუმალებთ მოცული მკვლელობის გამოძიება და პატიმრობიდან გაქცული საოცრად ჭკვიანი დამნაშავის ძიების წარმოება. ამას თან ერთვის კულისებს მიღმა მიმდინარე ბრძოლა ლოს-ანჯელესის პროკურატურასა და პოლიციას შორის.
ყველაფრის ამის ცენტრში დგას პოლიციელი 25-წლიანი სტაჟით, ჰარი ბოში. სერიალი გადაღებულია პულიცერის პრემიის ლაურეატის, მაიკ კონელის რომანების მიხედვით დეტექტივ ჰარი ბოშზე, რომელმაც სერიალისთვის სცენარიც თვითონ დაწერა და მთავარი როლის შემსრულებლებიც თვითონ შეარჩია.

