ახალ დამწყებ მძარცველთა ჯგუფი გადაწყვიტავს უსინათლო ომის ვეტერანის სახლის გაძარცვას, რადგან იქ სოლიდური თანხა ეგულებათ გადამალული. თითქოს რა უნდა იყოს ამაზე იოლი, გამოიტანო ფული პრაქტიკულად უმწეო ადამიანის სახლიდან. მაგრამ მძარცველები სასტიკად ცდებიან. და აი უკვე მსხვერპლი მონადირე ხდება. საიდუმლო, რომელსაც ,,უმწეო ვეტერანი” ინახავს, გაცილებით საშიშია, ვიდრე ჩვეულებრივი საპენსიო დანაზოგი.
ჰორორების ახალი ტალანტის, ურუგვაელი რეჟისორის ფედერიკო ალვარესის და პროდუსერ სემ რეიმის ტანდემის მეორე ნამუშევარი ,,გაბოროტებული მიცვალებულების” რიმეიქის შემდეგ, არანაკლებ პირქუში, ბნელი და საშიში გამოდგა.