არსებობს იაპონური იგავი სამ მაიმუნზე. ერთი მათგანი ხელებით თვალებს იფარავს, მეორე ყურებს, მესამე პირს. პირველი მაიმუნი უარყოფს და ამბობს: ,,მე ვერ ვხედავ ბოროტებას და სისულელეს”, მეორე: ,,მე არ მესმის ბოროტება და სისულელე”, მესამე: ,,მე არ ველაპარაკები ბოროტებას და სისულელეს”.. მას შემდეგ რაც პატარა საიდუმლოებები დიდ ტყუილში გადაიზრდება, ოჯახი დანგრევის პირას აღმოჩნდება. რათა გაექცნენ გართულებებს და მოვალეობებს, რომელიც თანდათან გაუსაძლისი ხდება, ისინი არჩევენ სიმართლის იგნორირებას: არ დაინახონ, არ მოისმინონ და არ ილაპარაკონ მასზე. მაგრამ შეძლებენ კი ისინი, მსგავსად სამი მაიმუნისა, ცხოვრების სიმართლის უარყოფას?
თურქი რეჟისორის ეგზისტენციალური დრამა ,,პრიტჩის” ელემენტებით, რომლის პერსონაჟები ცდილობენ ცხოვრებისეული სირთულეების ერთად თუ ცალ-ცალკე გადაჭრას მათი არმიღების გზით, თუმცა ისინი არსად არ ქრებიან და კიდევ უფრო ღრმად იჭრებიან მათ ცხოვრებაში.