ახალგაზრდა ალბანელი ქალი ფიქტიურ ხელმოწერას აკეთებს ნარკოდამოკიდებულ მამაკაცზე, რათა ბელგიის მოქალაქეობა მიიღოს. მისი არაკეთილსინდისიერი ზრახვები კიდევ უფრო შორს მიდის: პერედოზირების შემთხვევაში ის იმ თავისუფლებას მიღებს, ესე რომ ნატრობს მთელი ცხოვრება. პრობლემა იმაშია, რომ ,,მეუღლე” ცდილობს თავი დაანებოს ნარკოტიკებს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს…
ძმები დარდენების ,,სასტიკი რეალიზმის” ჟანრში გადაღებულ ამ სოციალურ დრამას საფუძვლად დაედო ნამდვილი ისტორია, რომელიც რეჟისორებს ერთმა სოციალურმა მუშაკმა მოუყვა თავის ძმა-ნარკომანზე, რომელსაც რუსული მაფია აიძულებდა ალბანელ გოგონაზე დაქორწინებას. დარდენებმა აიღეს და ეს ისტორია კინოდ აქციეს, რომლისთვისაც 61-ე კანის ფესტივალზე პრიზიც დაიმსხურეს საუკეთესო სცენარისათვის.