2005 წელი. სამხრეთ კორეა. პროვინციული ქალაქის კრიმინალური ბოსი ჩან დონ-სუ ხდება სერიული მკვლელის თავდასხმის ობიექტი და ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი მკვლელობათა ამ სერიაში. მისი რეპუტაცია შეილახა. ერთადერთი გზა ავტორიტეტის აღდგენის არის მკვლელის მოძებნა და მასთან გასწორება, სანამ პოლიცია მიაგნებს მას. ადგილობრივი დეტექტივი ჩონ თე-სოკი ორგანულად ვერ იტანს ორგანიზებულ დანაშაულს, მაგრამ მას მოუწევს მათთან ძალების გაერთიანება, რათა სასტიკი მანიაკი დაიჭიროს და მკვლელობათა სერიას ბოლო მოუღოს.



ორი ჟანრის, კრიმინალური დრამის და ფსიქოლოგიური თრილერის გაერთიანების საკამოდ წარმატებული მცდელობა, კორეული კინოსთვის დამახასიათებელი უწყვეტი ,,ექშენით” და დასამახსოვრებელი კადრებით.



