სიმინდის ყანის განაპირას, ცივილიზაციისგან მოწყვეტილი ფეშენებელური სახლი დგას. 10 წლის ტყუპი ძმები ელოდებიან დედის შინ დაბრუნებას. დედა ბრუნდება სახეზე დოლბანდებით შეხვეული პლასტიკური ოპერაციის შემდეგ. იგი ცივად და მიუკარებელად ექცევა ძმებს, უკრძალავს გარე სამყაროსთან ყოველგვარ კონტაქტს. ტყუპებს ეჭვი უჩნდებათ, რომ ქალი მათი დედა არ არის და გადაწყვიტავენ სიმართლის გარკვევას…
ნელი რითმის, სტილისტური ევროპული თრილერი, რომელშიც მოქმედება საკმაოდ პირობითია, კადრი და ფერები კი შეუდარებელი. ,,სასპენსი” და დაძაბულობა თითქოს არ იგრძნობა, მაყურებელი მოშვებულია და მიჰყვება ფილმის წყნარ მიმდინარეობას. მაგრამ ეს ყველაფერი რაღაც დრომდე…