fbpx
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ცივი ჯოჯოხეთი (Die Hölle)

ავსტრია. ვენაში სასტიკი მანიაკი გამოცხადდა, რომელიც საშინელი მეთოდებით კლავს ახალგაზრდა გოგონებს. ერთ-ერთი მკვლელობის დროს მას შემთხვევით ფანჯრიდან მეზობლად მცხოვრები თურქი გოგონა ხედავს. რთული ხასიათის და ბედის ოზგე მანიაკის სამიზნე ხდება, რომელსაც უნდა მოწმე გზიდან ჩამოიშოროს…

გახმაურებული ,,ყალბი ფულის მჭრელების” (2008 წლის ოსკაროსანი ფილმი უცხოურ ენაზე) ავსტრიელი რეჟისორის შტეფან რუცოვიცკის თრილერი, სადაც მთავარი ,,სასპენსის” გარდა უკანა ფონზე თანამედროვე ევროპისთვის აქტუალური, მწვავე სოციალური თემებია წამოჭრილი.

ცივი ჯოჯოხეთი (Die Hölle)
რეჟისორი: შტეფან რუცოვიცკი
2017წ. (გერმანია, ავსტრია)
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Prev
საყვარელი ერთი დღით (L’amant d’un jour)

საყვარელი ერთი დღით (L’amant d’un jour)

Next
ჰოსტი (Host)

ჰოსტი (Host)

You May Also Like
Total
0
Share