ახალგაზრდა და ვნებიანი არიანა მასზე თითქმის ორჯერ უფროსის, ფილოსოფიის პროფესორის-ჟილის საყვარელია. მათი რომანი ესე საიდუმლოდ დარჩებოდა ყველასათვის, რომ არა ჟილის ქალიშვილის-ჟანას გამოჩენა სახლში. ეს ცვლის მათი ურთიერობების დინამიკას და სულ მალე ყველა მათგანის პატარა საიდუმლოებები დღის შუქზე გამოვა…
ფილიპ გარელის ფილმის პერსონაჟები ერთმანეთზე მტკივნეულად დამოკიდებული პარტნიორები არიან. მისი გმირები კარგავენ ,,აპეტიტს”, უჩნდებათ თავის მოკვლის სურვილი, განიცდიან და წარმოთქვამენ გრძელ ფილოსოფიურ მონოლოგებს დაკარგული სიყვარულის შესახებ ან სასწორკვეთილები სდუმან. ფილმის შავ-თეთრი სტილისტიკა კიდევ უფრო მეტ მელანქოლიას და რომანტიზმის მიმართ ნოსტალგიას აჩენს. ასაკთან ერთად გარელი უფრო ,,უბრალო” ფილმებს იღებს, გაცილებით გასაგებს ჩვეულებრივი ობივატელისთვის. ქრონომეტრაჟი უფრო მოკლეა, დიალოგებიც უფრო მარტივი, მხოლოდ ოჯახის, სიყვარულის და ინტრიგების თემა რჩება მისი ინტერესებისთვის უცვლელი.