fbpx
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

პირადი ასისტენტი (Personal Shopper)

ახალგაზრდა ამერიკელი გოგონა მორინი პირად ასისტენტად მუშაობს საშუალო მასშტაბის ვარსკვლავებთან. იგი ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე მოძრაობს სკუტერით პარიზის ბუტიკებში და მისი დამსაქმებლებისათვის სხვადასხვა შენაძენს აკეთებს. თავისუფალ დროს კი მორინი აბსტრაქტულ ფერწერაზე და სპირიტუალიზმზე ვიდეოებს უყურებს Youtube-ზე. მას ერთი თანდაყოლილი არაბუნებრივი ნიჭი აქვს. მორინი მედიუმია. იგი ღამეს მისი გარდაცვლილი ტყუპი ძმის სახლში ათენებს, სადაც ცდილობს მასთან კონტაქტზე გასვლას…

თრილერი იცვლება დეტექტივით, მაღალი მოდა კი მისტიკით – ოლივიე ასაიასი თითქოს ჟონგლიორობს ჟანრებით, მაგრამ მას ეს დახელოვნებული ჟონგლიორის ოსტატობით გამოსდის. და კიდევ..მას პირდაპირი პასუხები კითხვებზე არა აქვს, ან თუ აქვს ისინი ისე ღრმადაა დამალული ფილმში, რომ თქვენ თვითონ მოგიწევთ ყველაფრის გადაქექვა და მათი მოძებნა.

პირადი ასისტენტი (Personal Shopper)
რეჟისორი: ოლივიე ასაიასი 2016წ.
(საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი, ბელგია)
Personal Shopper (2016) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
GILA – Energy Demonstration

GILA – Energy Demonstration

Add to favorites

შემდეგი
Maceo Plex – Cinemax

Maceo Plex – Cinemax

Add to favorites

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ
Total
0
Share