ზღვარის გადაკვეთა (No matarás) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ზღვარის გადაკვეთა (No matarás)

ესპანელი რეჟისორის დავიდ ვიქტორის მინიმალისტური თრილერი, რომელიც სტილით ჰგავს ძმები საფდების- ,,კარგი დროს” და სებასტიან შიფერის- ,,ვიქტორიას“.

წესიერი და სათვალებიანი დანი მომაკვდავ მამას უვლის. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი და ლაურა ურჩევს, ეხლა როცა ლოგინთან მიჯაჭვული მამა მოსავლელი აღარ ჰყავს, გააკეთოს ის რაც სულ უნდოდა და იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო. თითქოს ოცნების ახდენას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ინტროვერტი დანის გეგმები აირევა, როცა ღამით ბარში ვნებიან და ტატუებიან მილას გაიცნობს.

დამწყები რეჟისორის დავიდ ვიქტორისთვის ეს რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია. აღნიშვნის ღირსია ძლიერი ოპერატორული ნამუშევარი უწყვეტი კადრის ეფექტით, მარიო კასას დამაჯერებელი თამაში და რა თქმა უნდა რეჟისორის გამორჩეული თხრობის მანერა.

ზღვარის გადაკვეთა (No matarás)
რეჟისორი: დავიდ ვიქტორი
2020წ. (ესპანეთი)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
გვიხსენი ბოროტებისაგან (Daman akeseo goohasoseo)

გვიხსენი ბოროტებისაგან (Daman akeseo goohasoseo)

,,ყვითელი ზღვის” და ,,მდევარის” სცენარისტის, სამხრეთ კორეელი

შემდეგი
კვადრატი (The Square)

კვადრატი (The Square)

ოქროს პალმის მფლობელი ფილმი-სატირა ხელოვნების თანამედროვე აღქმაზე, თანამედროვე

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share