ოქროს პალმის მფლობელი ფილმი-სატირა ხელოვნების თანამედროვე აღქმაზე, თანამედროვე ევროპულ საზოგადოებაზე და მათ დამოკიდებულებაზე ემიგრანტების მიმართ.
კრისტიანი შვედეთის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კურატორია, რომელიც ტკბება მისი საინტერესო და ,,ტკბილი” ცხოვრებით. მუზეუმის ახალი ექსპონატი ,, კვადრატი” და მისი პიარ კამპანია ხელოვნების დამფასებლებში არაერთგვაროვან ემოციებს იწვევს. როცა ერთ მშვენიერ დღეს კრისტიანს საფულეს და ტელეფონს ჰპარავენ, იგი ავანტიურაზე მიდის, რომლის შედეგები ცვლის მის წარმოდგენას ცხოვრებაზე და ,,კვადრატის” მცნებებზე.
მაინც რთულია ეს ფილმი რამე კონკრეტულ ჟანრს მაკუთვნო: აბსურდული სიურეალიზმი, სოციალური თრილერი, სატირა თანამედროვე ხელოვნებაზე. ის უფრო ამ ჟანრების კოქტეილია. შვედი რეჟისორი ნელა, აუჩქარებლად, სკანდინავიური სიმშვიდით გვიყვება და გვანახებს ევროპული თანამედროვე საზოგადოების ღირებულებების გაუფასურების შეუმჩნეველ პროცესს. ფილმის გმირები ტოლერანტობას ამოფარებული ემოციურად ცივი და მომენტებში საკმაოდ აგრესიულები, იმ არტ-ბოჰემის და ნაღები საზოგადოების წევრები არიან, რომლებიც ქმნიან მოდურ ტრენდებს თანამედროვე ხელოვნებაში, თუმცა თვითონ სულიერ შიმშილს განიცდიან.