პოლონელი რეჟისორის იან კომასას (მისი ფილმი Corpus Christi 2020 წლის ოსკარზე იყო ნომინირებული) ახალი თრილერი ონლაინ მანიპულაციებზე, ინტერნეტ ტროლებზე და პოლიტიკურ არჩევნებზე.
თომაშს, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს პოლონეთის პროვინციიდან პლაგიატის გამო ვარშავის უნივერსიტეტიდან რიცხავენ, რის შემდეგ იგი საეჭვო პრ კომპანიაში (როგორიც იყო ,,პანდა” საქართველოში) იწყებს მუშაობას. მისი სამუშაო მდგომარეობს პოპულარული ადამიანების რეპუტაციის განადგურებაში. თომაში სწრაფად უღებს ალღოს ახალ სამსახურს და საოცარი ენთუზიაზმით ასრულებს დაკისრებულ დავალებებს, რომელიც ამასთანავე შანსს აძლევს სამაგიერო გადაუხადოს კრასიცკების ოჯახს, რომლებმაც ჯერ დაეხმარნენ, შემდეგ კი უარყვეს…
ეს ფილმი კომასას ,,თვითმკვლელთა ოთახის” სიქველია და წელს ბერლინალეზე ნომინირებული იყო ოქროს ლომზე და ასევე თრიბექა ფესტივალის გამარჯვებულია.