პირველი სეზონი – ახალგაზრდა და მიმზიდველი კრისტინი ჩიკაგოს გავლენიან იურიდიულ ფირმაში მუშაობს. იგი ძალზედ ამბიციური და ერუდირებულია, ამიტომ როცა ჩნდება შანსი საკუთარი თავის შესაძლებლობების გამოცდის და დამატებითი შემოსავლის, იგი უარს არ ამბობს.
კოლეგა უყვება მას ელიტური ესკორტ გოგონების სამუშაოს შესახებ. ისინი რაღაცით იაპონელ ,,გეიშებს” ჰგვანან და მდიდარ კლიენტებთან მათი შეხვედრების მიზანი ფიზიკური სიახლოვის გარდა ინტელექტუალური საუბრები და სულიერი სიახლოვის ილუზიაა. აზარტში შესული კრისტინი ხვდება, რომ ფული ისე არ აინტერესებს, რამდენად ავტორიტეტულ ბიზნესმენებზე, ჩინოვნიკებზე და პოლიტიკოსებზე გავლენის შეგრძნება.
მე-2 სეზონში თემა იგივეა, მხოლოდ პერსონაჟები დაკავშირებული არაა 1 სეზონთან და მოგვითხრობს ორ სხვადასხვა ისტორიას.
სერიალი გადაღებულია სტივენ სოდერბერგის იგივე სახელწოდების ფილმის მიხედვით, რომელიც ამ პროექტის პროდიუსერიცაა. პირველ სეზონში მთავარ როლის შემსრულებლის, ელვის პრესლის შვილიშვილის- რაილი კიიოს თამაში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია.