დეტექტივ ნიკ თელისს, რომელიც ჩამოშორებულია საქმეებს ნარკოდილერის ტრაგიკული დაკავების შემდეგ, უჩნდება შანსი ისევ დაუბრუნდეს სამსახურს. ნაკოტიკებთან მებრძოლი განყოფილების ოპერატიული თანამშრომლის სასტიკი მკვლელობის საქმე წინ ძალიან ნელა მიდის, ამიტომ ხელმძღვანელობა ავალებს ნიკს, ფეთქებად ლეიტენანტ ოაკთან ერთად ამ საქმის გამოძიებას. ისინი ცდილობენ გამოიძიონ როგორ მოკლეს აგენტი, ვის აწყობდა მისი მკვლელობა და რაც უფრო წინ მიიწევენ მით უფრო მეტ სიძნელეს და ერთმანეთის ,,კარადაში გამოკეტილ ჩონჩხებს” აწყდებიან.
დამაინტრიგებელი სიუჟეტური ხაზი, კარგად დამუშავებული პერსონაჟები და მოულოდნელი დასასრული- ჯო კარნაჰანის ამ მცირებიუჯეტიან პოლიციურ დრამაში ექშენ-სცენები იმდენად არაა, რამდენად დიალოგები და დრამატული ეპიზოდები, თუმცა ამით ფილმი არაფრით არ აგებს და არც დაძაბულობა აკლდება.