პოლიტიკური თრილერი, ძლიერად დადგმული ექშენ-სცენებით.
დევიდ ბადი ავღანეთის ომის ვეტერანი და პირადი მცველია, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრების უსაფრთხოება აბარია. მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც მეტი არც ნაკლები შინაგან საქმეთა მინისტრი, რკინის ლედი- ჯულია მონტეგიუა. ბადი საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდება- მისი შეხედულებები კარდინალურად განსხვავდება იმ ადამიანის შეხედულებებისგან, ვინც უნდა დაიცვას.
პოლიტიკოსები ხომ ესე იოლად აგზავნიან ახალგაზრდებს სხვადასხვა ცხელ წერტილებში ,,საზარბაზნე ხორცად”. ბადი მათ ვერ იტანს. მაგრამ იძულებულია ისინი დაიცვას. როდემდე..??
სერიალის შემქმნელი და სცენარისტი ცნობილი ბრიტანული სერიალის ,,Line of Duty” -ის შემქმნელი ჯედ მერქურიოა.