ფილმის პირველი წუთებიდან გვექნება წარმოდგენა სერჟანტ ჯერი ბოილის პიროვნების შესახებ, რომლისთვის მეძავები, დასალევი და მხიარული ხუმრობა მთავარი გასართობია. იგი ექსცენტრული ,,ცუდი” პოლიციელია, რომელიც ლუდს მინერალური წყალივით სვამს და არც რამე ნარკოტიკზე ამბობს უარს, თუმცა გულის სიღრმეში იგი კეთილშობილი ადამიანია და მზად არის კარგი საქმისთვის თავიც დადოს. ამის შანსი მას მიეცემა, როცა ქალაქში ფედერალური გამოძიების აგენტი გამოჩნდება და სთხოვს მას დახმარებას ნარკოტიკებით მოვაჭრე საერთაშორისო ბანდის აყვანაში.
ბრწყინვალე კრიმინალური კომედია საინტერესო სიუჟეტით და ჯონ მაიკლ მაკდონაჰის რეჟისორული დებიუტი გადაღებული მისივე სცენარის მიხედვით.