2020 წლის ,,ემმის” მფლობელი მინი-სერიალი. ალტერნატიული რეალობა, სუპერგმირების ომი.
1921 წელი, ოკლოჰამას შტატი, ქალაქი თალსა. რასისტული დაჯგუფებები აწყოფენ წმენდას შავ კვარტალში. პატარა ბიჭუნა უილს გაუმართლებს და ცოცხლად დააღწევს თავს, თუმცა მშობლებს ტრაგიკული ბედი ეწევათ.
2019 წელი. წინა საუკუნის 80-იან წლებში ნიუ იორკს გიგანტური რვაფეხა დაეცა და დღემდე ქალაქში კატაკლიზმები არ წყდება. შტატებს უკვე 27 წელია რობერტ რედფორდი მართავს, ხოლო დოქტორ მანჰეტენი მარსზე გაემგზავრა.
თალსაში სამი წლის წინ კიდევ ერთი სისხლისღვრა მოხდა- კარგად ინფორმირებულმა უცნობთა ჯგუფმა, რორშახის ნიღბებით, ამოწყვიტეს ქალაქის ყველა პოლიციელი და მათი ოჯახის წევრები, რის შემდეგ ქალაქის პოლიცილები ყვითელ ნიღბებს ატარებენ. როცა ქალაქში ახალი დანაშაული, ფერადკანიანი პატრულის მკვლელობა ხდება, დეტექტივი ანჟელა აბარი ხვდება, რომ ფარული რასისტული ორგანიზაცია ,,მეშვიდე კავალერია” ისევ გააქტიურდა.