სამხრეთ აფრიკა. ქეიპთაუნი. 2012 წელი. დეტექტივები- ალი სოკილი და ბრაიან იპკინი იწყებენ თეთრკანიანი გოგონას სასტიკი მკვლელობის გამოძიებას. თითქოს ერთი რიგითი მკლელობა ნელ ნელა იზრდება ბანდებთან ჯვარედინ სროლებსა და სისხლიან სასაკლაოში, რადგან საქმეში ნარკოტიკებით მოვაჭრეები და გავლენიანი კორპორაციები ერთვებიან. მაგრამ უკომპრომისო დეტექტივები არ აპირებენ გაჩერებას და მიუხედავად სასიკვდილო საფრთხისა, ბოლომდე აპირებენ მისვლას სიმართლის ძიებაში…
,,ლარგო ვინჩის” და ,,ენტონი ზიმერის” რეჟისორმა სასტიკი, სისხლიანი და დინამიური პოლიციური თრილერი გადაიღო, სადაც მთავარი როლები საუცხოო მსახიობებმა- ფორესტ უიტიკერმა და ორლანდო ბლუმმა შეასრულეს.