მოკვდები – და ყველაფერი თავიდან დაიწყება, განმეორდება ის რაც იყო…
მისი 36 წლის დაბადების დღეზე ნადია სარკის წინ დგას აბაზანაში. მალე იგი გამოვა სტუმრებთან, გაერთობა მეგობრებთან, დაიჩივლებს სახლიდან გაქცეულ კატაზეც, სასიამოვნოდ გაატარებს საღამოს და ავტომობილის საბურავების ქვეშ დაასრულებს სიცოცხლეს. რათა შემდეგ ისევ აღმოჩნდეს სარკესთან. სიტუაცია ისევ და ისევ მეორდება, ნადია ყოველ ჯერზე იღუპება და გონზე სარკესთან მოდის, რათა თავიდან გაიაროს ეს კოშმარი. ამ გაუთავებელ დროის მარყუჟში გარკვევა არც ისე იოლი ჩანს.
ნატაშა ლიონის ერთობლივი დებიუტი სამ ამპლუაში: როგორც რეჟისორის, როგორც მსახიობის და სცენარისტის, წარმატებული გამოდგა და სერიალიც – განაცხადი ამბიციურობის შესაბამისი გამოვიდა, მიუხედავად მისი თითქოს გაცვეთილი იდეისა. საინტერესოა ისიც რომ, სერიალზე უმეტესად ქალები მუშაობდნენ: დაწყებული შემქმნელებიდან- დამთავრებული სცენარის ავტორებამდე.