განიცდის რა საყვარელ ადამიანთან განშორებას ბენს უძილობა აწუხებს. იგი ადგილობრივ სუპერმარკეტში ღამის სმენაში იწყებს მუშობას და უეცრად ახალ ტალანტს აღმოაჩენს. მას დროის გაჩერება შეუძლია. ეს გასაქანს აძლევს მის შემოქმედებით ნიჭს…
ბრიტანელი რეჟისორის შონ ელისის მთელ ფილმს ინგლისური კინოსთვის დამახასიათებელი იუმორი გასდევს, თუმცა ეს ხელს არ უშლის მთავარი გმირის ემოციებისა და რომანტიული გძნობების წინა პლანზე წამოწევას., რომელიც საოცარი საუნდტრეკის ფონზე ხატავს ადამიანების ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტლებს, აღადგენს კავშირს მომხდარსა და მოსახდენს შორის. ფილმი წამოადგენს იგივე რეჟისორის 18 წთ-იანი ფილმის სრულმეტრაჟიან ვერსიას, რომელც 2005 წლის ოსკარის ნომინაციაზე იყო წარდგენილი მოკლმეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში.