კორეა. ახლო მომავალი. ქვეყანა ფინანსურ კრიზისს განიცდის. ციხიდან გამოსულ ჩუნ სოკს მისი ორი ბავშვობის მეგობარი ხვდება. იგი უყვება მათ ტაივანის ზღვისპირა ქალაქზე და უკეთესს ცხოვრებაზე. უკეთესი ცხოვრების შანსს კი ფული სჭირდება. ჩუნ სოკი ითანხმებს მეგობრებს კაზინოს ძარცვაზე. ისინი ხვდებიან, რომ მათი ცხოვრება უწინდელი აღარ იქნება და მაინც მიდიან უკიდურეს გადაწყვეტილებამდე. მათ წარმოდგენაც არა აქვთ, რა შეიძლება ამას მოყვეს…
ფილმის მსვლელობისას რაღაცნაირად თანაუგრძნობ გმირებს, რომლებსაც თითქოს სხვა გზა არც დარჩენიათ გაქცევის და თავის გადარჩენის გარდა.
სამხრეთ კორეული უაღრესად ჩამთრევი და დაძაბული თრილერი, რომელიც განუწყვეტელი ექშენის პირობებშიც კი ახერხებს ემოციური ნოტების შენარჩუნებას. ფილმის მსვლელობისას რაღაცნაირად თანაუგრძნობ გმირებს, რომლებსაც თითქოს სხვა გზა არც დარჩენიათ გაქცევის და თავის გადარჩენის გარდა. საინტერესოა, რომ ეპიდემიის გამო ფილმის პრემიერა კინოთეატრებში არ შედგა და საბოლოოდ იგი ნეთფლიქსმა იყიდა.