მოვლენები XXVI საუკუნის ბრიტანეთის ტერიტორიაზე ვითარდება. აღნიშნულ პერიოდში ფასეულობებს ის აღარ წარმოადგენს, რაც იყო: ეტიკეტის დაცვა, სიკეთის გამოვლენა, ტრადიციების მიდევნება, მეგობრობა უკვე მეორე პლანზე კი არ გადავიდა, საერთოდ გაქრა. ადამიანები აღარ უფრთხილდებიან ოჯახურ და ნათესაურ კავშირებს. ბავშვები იბადებიან ინკუბატორებში.
რელიგიები ისპობა, რაც ათავისუფლებს ადამიანებს ვალდებულებებისგან. მთავრობა არ კრძალავს ნარკოტიკებს და აზარტულ თამაშებს. ადამიანები არ აკრიტიკებენ ერთმანეთს უწესო კავშირებისათვის. პირიქით, ესეთი ცხოვრების წესი მისასალმებელია საზოგადოების მხრიდან. და თითქოს არაფერს ძალუძს არსებული სისტემის შეცვლა. თუმცა ,,ველური ადამიანის” უეცარი გამოჩენა საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ახალგაზრდა კუნძულიდან, სადაც გასული ეპოქის წარმომადგენლები ცხოვრობენ, სტარტს აძლევს ,,მაღალგანვითარებული” კულტურის ნგრევას.
სერიალი გადაღებულია ოლდოს ჰაქსლის რომანის მიხედვით.