სერიალი (ჯაშუშური თრილერი) ორი მთავარი გმირის- სასტიკი დაქირავებული მკვლელისა და სპეც სამსახურების მორიდებული თანამშრომლის დაპირისპირებაზე გვიამბობს.
ოქსანა ასტანკოვა, მეტსახელად ,,ვილანელი”- პროფესიონალი ქილერია რუსეთიდან. გარდა ამისა იგი ნამდვილი ფსიქოფათია, რომელიც თავის მსხვერპლს სასტიკად ექცევა, სანამ იმ ქვეყნად გაისტუმრებს. ევა პოლასტრი, ინგლისური სპეცსამსახურების თითქოს არაფრით გამორჩეული გამომძიებელია, რომელიც უეცრად საოცარი სიზუსტით ადგენს მკვლელის ფსიქოლოგიურ პორტრეტს და ამის გამო იგი განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებაში გადაჰყავთ.
იწყება ნადირობა მკვლელზე და საიდუმლო ორგანიზაცია ,,თორმეტზე”, რომელიც მთელს მსოფლიოში მაღალი რანგის ჩინოვნიკებს ანადგურებს.