გვამის გაკვეთამ შეიძლება იმაზე მეტ საიდუმლოს ახადოს ფარდა, ვიდრე სიკვდილის მიზეზია…
მასიური მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი სარდაფში დამარხული ახალგაზრდა გოგონას გვამი გასაკვეთად ადგილობრივ მორგში, პათოლოგანატომებთან იგზავნება. რადგან ნაპოვნის ვინაობა უცნობია, გვამს პირობითად ,,ჯეინ დოუს” უწოდებენ. პათოლოგანატომებს (მამა-შვილი) ერთი ღამე ეძლევათ, რომ დაადგინონ გოგონას სიკვდილის მიზეზი…
რეჟისორ ანდრე ოვრედალს საშინელებათა ფილმის ,,წყევლის” ნახვის შემდეგ დაებადა იდეა გადაეღო ,,ჰორორი” და მოსთხოვა აგენტებს სასწრაფოდ ეპოვათ შესაბამისი სცენარი. ერთი თვის შემდეგ სცენარი ნაპოვნი იყო.