ისტორია იდეალურად დაგეგმილი ძარცვისა, რომელიც რაღაც მომენტში ისე არ წავიდა…
რა უნდა ქნა ადამიანმა თუ სამსახური არ მოგწონს, სახლში არაფერი კარგი არ ხდება და ფულიც არ გყოფნის არაფერზე? და ესე თვიდან თვემდე. როცა ხვდები, რომ რაღაც უნდა შეცვალო, რომ ესე აღარ შეიძლება. და უეცრად აღმოაჩენ, რომ მარტო არ ხარ. კიდევ ფიქრობს ვიღაც შენნაირად. მარკუსს- დიდი ხანია აწუხებს იდეა, თუ როგორ შეიძლება კომპანიას ფული აახიო. კრისს- დედა ალკოჰოლიკი ყავს, მამა ციხეში, ხოლო საცოლესთან დალაგებული ცხოვრებისთვის ფული არ ჰყოფნის.
ჯონი- ხუთიანზე ასრულებდა ყველაფერს სამსახურში და ბონუსად ძვირფას ვისკის იღებდა, მაგრამ არა კოლეგების პატივისცემას. თითქოს არაფერი ისეთი, მაგრამ ეს ბიჭები ისეთ ადგილას მუშაობენ, სადაც შიგადაშიგ 150 მილიონ ფუნტამდე ნაღდი ფული გროვდება…