ფრანგული პოლიციური თრილერი საუცხოოდ დადგმული რბოლებითა და ექშენ-სცენებით.
უმცროს ძმასთან ერთად მაღაზიის გაქურდვის დროს ლინო მისივე მოდერნიზებული მანქანით ბეტონის ოთხ კედელს გაარღვევს, მაგრამ ღვედი გაიჭედება და ლინო ჩავარდება, ძმა კი მოახერხებს გაქცევას. ციხეში ჯდომის დროს მას კომისარი ჩარა ეწვევა, რომელიც სთავაზობს მას ავტომექანიკოსად მუშაობას მის განსაკუთრებულ ჯგუფში, რომელიც დამნაშავეებს დასდევს სპეციალურად სდევნისთვის მოდერნიზებული ჯავშან-მანქანებით. სამაგიეროდ ლინოს ციხიდან დროზე ადრე განთავისუფლებას პირდებიან. ლინო თანხმდება, პოლიციის ავტოფარეხში იწყებს მუშაობას იმაზე, რაც ნამდვილად მისი საქმეა და სიამოვნებას ანიჭებს. და თითქოს ნანატრი თავისულებაც უკვე ახლოსაა, თუმცა როდის იყო ყველაფერი იდეალურად მიდიოდა როგორც კინოში, ისე რეალურ ცხოვრებაში…?

