FBI-ის აგენტები ცდილობენ დანაშაულების გახსნას სერიული მკვლელების გამოკითხვის და მათი ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნის გზით.
გასული საუკუნის 70-იანების ბოლო. FBI-ის თანამშრომლები ეს ესაა შეუდგნენ კრიმინალური ფსიქოლოგიის დეტალურ შესწავლას. აგენტი ჰოლდენ ფორდი ასწავლის დამნაშავეებთან მოლაპარაკების ხელოვნებას, რომლებიც იმუქრებიან მძევლების მოკვლით.


ენერგიული და ამბიციური იგი ცდილობს განვითარდეს, ამიტომ იწყებს მის კოლეგასთან- ბილ ტენჩთან თანამშრომლობას, რომელიც ქცევის განყოფილებაში მუშაობს. ერთად ისინი იწყებენ სხვადასხვა განყოფილებებში სიარულს და მათი გამოცდილების შეკრებას. როცა პოლიციელები მათ სთხოვენ დახმარებას მომხდარი მკვლელობის გახსნაში, მეწყვილეები ხვდებიან რომ მკვლელობის მოტივების გამოცნობა არც ისე იოლი საქმეა. ჰოლდენს მოსდის ერთი უცნაური აზრი. იგი გადაწყვიტავს სერიულ მკვლელებს შეხვდეს და გამოკითხოს, რომლებიც ციხეებში იხდიან სასჯელს. იქნებ ეს მაინც დაეხმაროს მათ გაერკვნენ მკვლელის ფსიქოლოგიაში…



თანამედროვე კინოს ერთ ერთი საუკეთესო რეჟისორის – დევიდ ფინჩერის მონაწილეობით (რეჟისორი; პროდიუსერი) შექმნილი სერიალი, რომლის პერსონაჟების უკან რეალური მანიაკები დგას, რომლებიც მე-20 საუკუნის მიწურულს ამერიკაში მოქმედებდნენ.



