ომი და დაღვრილი სისხლი სამუდამოდ ცვლის ადამიანს. და მისი საშინელებიდან თავის დაღწევა არც ისე იოლია. თავში ტყვიები ზუზუნებენ, ხოლო შფოთვა და ეჭვი ადამიანის მეორე ნატურა ხდება.
ვინსენტი, ფრანგული ჯარის სპეცრამზელია, რომელსაც ღამე კოშმარები და ხმები აწუხებს. სანამ საჯარო კომისია მის არმიაში აღდგენას გადაწყვეტს, იგი დროებით მცველად მოეწყობა შეძლებული და საეჭვო მაქინაციებში გარეული კლიენტის მომხიბვლელ ცოლთან. მორიგი ხალტურა მოულოდნელ პრობლემად იქცევა. ვინსენტის განუწყვეტელი შფოთვა და ეჭვი უეცრად რეალურ სახეს იღებს. მას მოუწევს წინააღმდეგობა გაუწიოს არა მხოლოდ საკუთარ კოშმარებს…
რეჟისორი ალის ვინაკურის ინტერესი ომის ფოტოკორესპონდენტებით, რომლებიც ამბობდნენ, რომ რთულია ომის საშინელებების შემდეგ ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება, დასრულდა მისი შეხვედრებით ავღანეთიდან ჩამოსულ მეომრებთან და მათთან საუბრებით. ამ საუბრების შედეგად მის წარმოსახვაში გაჩნდა პერსონაჟი, რომელიც შემდგომ მათიას შონართსმა ითამაშა. სახელწოდება ,,მერილენდს” არავითარი კავშირი არა აქვს ამერიკულ შტატთან. ესე ქვია ფილმში- ვილას საფრანგეთის სამხრეთში, სადაც მოქმედება ვითარდება. რეჟისორმა სიტყვა შეარჩია იმიტომ, რომ ფრანგებისთვის იგი რაღაც საეჭვოს, ბნელს ნიშნავს.



