ფილმი ემიგრანტების ბედზე, სოციალურ უთანასწორობაზე, უბრალო ცხოვრებისეულ წვრილმანებზე, ყოველგვარი გამონაგონისა და პათოსის გარეშე.
,,კუსკუსი და ბარაბული” – ცხოვრების ნაწყვეტია არაბი ემიგრანტებისა საფრანგეთის პატარა საპორტო ქალაქში. ყოველ მათგანს (პერსონაჟები ფილმში ბევრია) პრობლემები ნამდვილად ყოფნით, როგორც პირადი, ასევე სოციალური. ყველა გმირს კი ერთი პერსონაჟი (60 წლის სიმონი) და მისი რესტორნის გახსნა აერთიანებს, სადაც ყველა ერთად იკრიბება…
ტუნისელი ემიგრანტის, რეჟისორ აბდელათიფ ქეშიშის გმირები ყოველთვის ცოცხლები არიან, მათში ერთი წვეთი არ არის თამაშისა, და ამიტომაც მისი ფილმებისთვის დამახასიათებელი გრძელი დიალოგები და ფილმის სცენები ასე ახლოს აღწევს მაყურებელთან.