ფრანგული ,,ოჯახური კომედია” – მულტიკულტურალიზმზე, ტოლერანტობაზე და ოჯახურ ღირებულებებზე.
ფილმის მთავარი გმირები, ბატონი ვერნეი და მისი მეუღლე- კეთილშობილი ფრანგული წყვილია, თანაც ოთხი ულამაზესი ქალიშვილის მშობელი. როგორც ხდება ხოლმე, ასეთი ოჯახის მთავარი პრობლემა ქალიშვილების დროულად გათხოვებაა, თუმცა ამ მხრივ ვერნეის ოჯახობას პრობლემა არა აქვს. სამმა ქალიშვილმა უკვე იპოვა თავისი სიყვარული. მაგრამ მშობლები თვლიან რომ სიძეებში არ გაუმართლათ: ერთი-ჩინელია, მეორე- არაბი, მესამე- ებრაელი. როცა მეოთხე ქალიშვილი ამცნობს მათ სასიხარულო სიახლეს გათხოვების შესახებ, ისინი მოუთმენლად ელიან: ვინ აღმოჩნდება მათი ახალი სიძე.. ?
ფრანგებს კარგად გამო%8დით იხუმრონ ისეთ ,,მტკივნეულ” თემებზეც როგორიც რასიზმი და პილიტკორექტულობაა, ისე რომ ზომიერება შეინარჩუნონ. ხოლო როცა საქმეში საფრანგეთის ცნობილი კომიკოსები ერთვება, ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოცაა.