ფანტასტიკური სერიალი ჯაშუშური დრამის ელემენტებით – პარალელურ სამყაროებზე, ორეულებზე და შეთქმულებებზე.
ბერლინის ერთ-ერთ სახლში, ერთი უპრეტენზიო და მოსაწყენი კაცი ცხოვრობდა. ჰოვარდ სილკი 50 წლის იყო და თითქმის მთელი ცხოვრება უბრალო კლერკად მუშაობდა რაღაც საიდუმლო კანტორაში, ისე რომ არც კი იცოდა დანამდვილებით რას აკეთებდა. მისი ცხოვრების აზრი და ღერძი მისი მეუღლე ემილი იყო და მასთან ერთად მშვიდ ოჯახურ იდილიაში ატარებდა წლებს. მაგრამ ეხლა ემილის მანქანა დაეჯახა და იგი სავადმყოფოში წევს კომაში. და ეს მხოლოდ დასაწყისია ჰოვარდის მოსაწყენი ცხოვრების რადიკალური ცვლილებისა…