მარტინ ვინგე თავებზე მონადირეა, რომელიც კორპორაციებისთვის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს და მენეჯერებს არჩევს. ოდესღაც იგი ცნობილი ჟურნალისტი იყო, მინისტრის გამოაშკარავებაშიც კი წვლილი მიუძღვის და კარგი კავშირებიც აქვს სხვადასხვა საჭირო ხალხთან. იგი იღებს მსხვილ შეკვეთას დიდი კორპორაციის მემკვიდრის მოძებნის მიზნით, რომლის მფლობელი პენსიაზე აპირებს გასვლას. ბატონ ზიგერს ჰყავს ვაჟი დენიელი, მაგრამ უნდა რომ მარტინმა მას ალტერნატივა მოუძებნოს. მარტინი თანხმდება შემოთავაზებას (მისი შვილი სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს ძვირადღირებულ კლინიკაში) და აღმოჩნდება ჩათრეული გავლენიანი ხალხის სახიფათო თამაშში, სადაც დანდობა მიღებული არ არის.
საინტერესო და დაძაბული ფილმი, დიდი კორპორაციებისა და მათი გავლენიანი მმართველების თამაშის წესებსა და ძალაუფლების მოპოვების გზებზე, რომელთა მორალი სულაც არაა გასაგები ან მისაღები ჩვეულებრივი მოკვდავისათვის.