ცნობილი ნორვეგიელი მწერლის გუნარ სტოლესენის ბესთსელერის მიხედვით გაკეთებული ეს თრილერი- კერძო დეტექტივ ვარგ ვიუმზე გადაღებული ფილმების ციკლიდან ერთ ერთია.
ვარგ ვიუმს, კერძო დეტექტივს მისი მეგობარი იაკობი ქირაობს, რათა მეუღლეს უთვალთვალოს. მას ეჭვი აქვს, რომ რებეკა მას ღალატობს. ვარგი თანხმდება, იწყებს თვალთვალს, თუმცა რებეკასთან პირისპირ შეხვედისას ცდუნებას ვერ უძლებს ძველი ურთიერთობა გაიხსენოს და თვითონ აღმოჩნდება სასიყვარულო მახეში გაბმული. ვარგი შერეულ გრძნობებს განიცდის: ხვდება რომ მეგობრის წინაშე შეცდომა დაუშვა და თანაც რებეკას მიმართაც გულგრილი არ არის. უკვე სახლში მიმავალი იგი მანქანას მოაბრუნებს და რებეკასთან ბრუნდება, რათა ყველაფერი აუხსნას, მაგრამ აღმოაჩენს რომ ქალი სახლში მარტო არ არის…