რეჟისორ ბრედლი კინგის წარმატებული სრულმეტრაჟიანი დებიუტი კინოში, საინტერესო ფანტასტიკური სიუჟეტით და მინიმალური დანახარჯებით.
ფინი, კელი და ჯასპერი-სამი მეგობარია, რომლებიც გარეუბნის ერთ სახლში ცხოვრობენ ქირით. ფინი აპარტამენტების მენეჯერად მუშაობს, მაგრამ ოცნებობს ცხოვრება ხატვას მიუძღვნას, კელი მოთხრობებს წერს, მაგრამ იძულებულია ოფიციანტად იმუშაოს, ჯასპერი კი ძაღლის გარბენებზე ფსონის დადებით ცდილობს გამდიდრდეს. ერთხელ შემთხვევით მეზობელად მცხოვრები მეცნიერის ოთახში ისინი უცნაურ ფოტო-დანადგარს პოულობენ, რომელიც ყოველდღე საღამოს 8 საათზე მისაღებიდან მათი ოთახის ფანჯრის ფოტოს იღებს. ამ ფოტოებზე კი ხვალინდელი დღეა გამოსახული…
ფილმის ერთ ერთი მთავარი როლის (ჯასპერი) შემსრულებელი ჯორჯ ფინი (ნამდვილი სახელი და გვარი: გიორგი აგიაშვილი) თბილისში დაბადებული ქართველია, რომელსაც ჰოლივუდის ფილმებში 20-მდე სხვადასხვა როლი აქვს შესრულებული.