მძაფრსიუჟეტიანი ანტიუტოპია ,,გატაკა”-ს და ,,დრო”-ს რეჟისორისაგან.
მომავლის იდეალური საზოგადოება: ტოტალური თვალთვალის რეჟიმი, სამოქალაქო უფლებების და პირადი ცხოვრების უქონლობა. თითქოს ესეთი სრული კონტროლის პირობებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს რამე დარღვევას ან გადაცდომას, მაგრამ ერთხელაც დეტექტივი სოლ ფრილენდი აღმოაჩენს გოგონას, რომელიც მონაცემთა ბაზაში არ იძებნება. პოლიციელის წინაშე იხსნება ახალი ერის დანაშაულებრივი სამყარო…
,თრუმენის შოუს” სცენარისტმა ენდრიუ ნიკოლმა მის საყვარელ თემას- ანტიუტოპიას (მიმართულება ლიტერატურაში, იდეალური სამყაროს წყობის- უტოპიის საწინააღმდეგო) არ უღალატა და შთაგონებულმა ისეთი ნაწარმოებებით როგორიცაა: ,,ცხოველების ფერმა” და ,,451 ფარენჰეიტით”, შექმნა ძალზედ საინტერესო ფანტასტიკური ფილმი.