რომანტიზმით და მსუბუქი იუმორით გაჟღენთილი ისტორია სოციალური კომედიების მაესტრო- ფრანსის ვებერისგან (,,სათამაშო”, ,,მამიკოები”, ,,უიღბლოები”).
პინიონი- ავტოსადგომის თანამშრომელია, რომელიც ყურებამდე შეყვარებულია მოკრძალებულ გამყიდველზე წიგნების მაღაზიიდან. იგი დიდი ხანია აპირებს ხელი სთხოვოს ელენას, და მისდა სამწუხაროდ უარს იღებს. გოგონას სხვა გეგმები აქვს. გულგატეხილი პინიონი რაღაც შემთხვევითობის წყალობით სრულიად უეცრად ,,ზღაპრულ” ისტორიაში ეხვევა. მას სთავაზობენ რაღაც პერიოდი ცნობილ ტოპმოდელთან ერთად იცხოვროს და თავი მის ბოიფრენდად გაასაღოს. ამერიკული კომედიების მოყვარულები ალბათ ესე გააგრძელებდნენ სიუჟეტს: მათ ერთმანეთი უყვარდებათ და ფინალში ისინი მიფრინავენ კანარებზე ან ჰავაის კუნძულებზე. მაგრამ არა, ფრანგები ამ გაგრძელებას სულ სხვანირად ხედავენ…