ემოციური დრამა პირველ სიყვარულზე. სალლი რუნის რომანის ეკრანიზაცია.
ირლანდიის პატარა ქალაქ სლაიგოში ცხოვრება თავისი დინებით მიდის- მშვიდად და ჰარმონიულად. ერთ სკოლაში სხვადასხვა სოციალური წრის ადამიანები სწავლობენ. ინტელექტუალი და სკოლაში გარიყული მერიენი – მდიდარი ოჯახიდანაა, რომლის ფეშენებელური სახლის მსახურებს შორის ქონელის დედაც მუშაობდა დამლაგებლად. ქონელი სკოლის საფეხბურთო გუნდის ვარკვლავია და გოგონებს შორის პოპულარობით სარგებლობს.
ერთხელ ისინი შეხვდებიან და მათ შორის გრძნობები იფეთქებს, თუმცა ქონელის მიერ გამოსაშვებ საღამოზე დაშვებული შეცდომა საიდუმლო შეყვარებულებს მტკივნეულად დააშორებს. რაღაც დროის შემდეგ ბედი მათ კიდევ აძლევს შანსს ერთად იყვნენ…