მცირებიუჯეტიანი ინგლისური თრილერი სასიყვარულო ისტორიითა და საიუველირო მაღაზიის ძარცვით ლონდონის ცენტრში.
სემი – პორტიეა ლონდონის ძვირადღირებულ სასტუმროში. იგი ბოსის დავალებებს პირნათლად ასრულებს. სემი ოცნებობს იმ დღეზე, როცა მის მეგობართან ერთად საკუთარ რესტორანს გახსნის. ერთ ჩვეულებრივ დღეს იგი მომხიბვლელ მერი ბრუკს გაიცნობს და მასთან ერთად საიუველირო მაღაზიაში აღმოჩნდება. ამ დროს კი მაღაზიაში მძარცველები შემოვარდებიან და იქ მყოფებს მძევლად აიყვანენ…
,,დადგება ნათელი დღე” – საიმონ ებაუდის სრულმეტრაჟიანი დებიუტია კინოში თხრობის ინგლისური მანერით და ძალიან საინტერესო ქასთინგით (კრეიგ რობერტსი; იმოჯენ პუთსი), რომლის ჩვენება 2012 წელს შედგა ბერლინის კინოფესტივლზე. გმირების კოსტუმების დიზაინი შექმნა ცნობილმა ბრიტანელმა მოდელიორმა სერ პოლ სმიტმა.