რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მოჩვენებითი სამყარო (Ghost World)

ენიდი და რებეკა სკოლის დაქალები არიან, რომლებიც ამჯობინებენ ცალკე იდგნენ მათი კლასელებისგან და არც დაცინვის სხვადასხვა ფორმას იშურებენ მათ მიმართ. აი, სკოლაც რჩება და გახარებული მეგობრები ვერც კი ხვდებიან, რომ ცხოვრების სხვა ეტაპი დაიწყო და აგრძელებენ იგივე ტემპში გარშემო მყოფი ადამიანების კრიტიკას. ერთხელაც გოგონები გადაწყვიტავენ მარტოხელა სეიმურს ,,გაეკაიფონ”, რომელიც ვინილის ფირფიტებით ვაჭრობს. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ენიდი ხვდება, როგორ იზიდავს ეს მოკრძალებული და მარტოსული ადამიანი. რაც უფრო უახლოვდება იგი სეიმურს, მით უფრო შორდება იგი რებეკას…

ჩვენ ვიცით როგორ ვიცხოვროთ თანამედროვე სამყაროში, ჩვენ ადაპტირებულები ვართ ესეთი ცხოვრებისთვის. დავდივართ სასწავლებლად ან სამუშაოდ, ვყიდულობთ პროდუქტებს სუპერმარკეტში, ვიკვებებით რესტორნებში, ვუყურებთ ტელევიზორს. მაგრამ ზოგჯერ თავში გვებადება კითხვები: რას ვაკეთებ? რატომ ვაკეთებ ამას? რატომ ვარ აქ საერთოდ? სად არის ჩემი ადგილი? და ამ დროს კარგი იქნებოდა გამოჩნდეს ავტობუსი, რომელიც სხვა სამყაროში წაგვიყვანდა. მაგრამ რამოდენიმე წუთი და ეს ყველაფერი გაივლის, ისევ ვუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას. თუმცა რა ქნან იმ ადამიანებმა, ვინც ვერ ეგუება რეალობას, სინამდვილეს? შეეგუონ ესე ცხოვრებას, ადაპტირება მოახდინონ, იბრძოლონ თუ უბრალოდ წავიდნენ? იქნებ უბრალოდ სწამდეთ და ეძებდნენ ადამიანებს, რომლებიც გაუგებენ და ეყვარებათ? ესე სვამს სცენარისტი და რეჟისორი- ტერი ცვიგოფი რიგ საჭირბოროტო საკითხებს ფილმში და ესეთი ფორმულირებისთვის მისი სცენარი 2002 წლის ოსკარზე იყო ნომინირებული.

მოჩვენებითი სამყარო (Ghost World)
რეჟისორი: ტერი ცვიგოფი 2001წ.
(აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია)
Ghost World (2001) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
კარპი (Karppi)

კარპი (Karppi)

სკანდინავიური დეტექტიური თრილერი ჰელსინკის დათოვლილი ქუჩების ფონზე

შემდეგი
მხეცები ხავსს ეკიდებიან (Jipuragirado japgo sipeun jimseungdeul)

მხეცები ხავსს ეკიდებიან (Jipuragirado japgo sipeun jimseungdeul)

სონე კაისუკეს რომანის მიხედვით გადაღებული კორეული თრილერი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share