ავსტრალიელი რჟისორის- ქეით შორტლანდის ფსიქოსექსუალური დრამატული თრილერი, რომელიც გადაღებულია მელანი იოოსტენის რომანის მიხედვით.
ავსტრალიელი კლერი ფოტოპროექტზე მუშაობის შემდეგ გადაწყვიტავს თავისუფალი დრო ბერლინში გაატაროს. თვითონ გულღია და მიამიტი, იგი მოხიბლულია ქალაქით და მისი მაცხოვრებლებით. ქუჩაში იგი მომხიბვლელ გერმანელს- ენდის გაიცნობს, რომელთან ერთად დასამახსოვრებელ ღამეს ატარებს. მათ შორის თითქოს გრძნობები ჩნდება, მაგრამ კლერს სხვა გეგმები აქვს. შეძლებს კი იგი თავი დააღწიოს ვნებებს და ამ უცნაურად მიმზიდველ ქალაქს..?
კარგად შექმნილი ატმოსფერო, ოპერატორული ნამუშევარი, მუსიკალური გაფორმება და მსახიობების სუცხოო თამაში- ტერეზა პალმერის და მაქს რიმელტის შესრულებით, რომლებიც ძალზედ დამაჯერებლები არიან მათ მიერ შექმნილი გმირების წარმოსახვაში.

