ფრანსუა ბეგოდოს ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაცია (ფილმში იგი მთავარ როლს ასრულებს), რომელიც ერთ დროს პარიზის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
ფრანგულის მასწავლებელი – ფრანსუა და მისი კოლეგები საფრანგეთის არაპრესტიჟული საშუალო სკოლის ახალი წლის დასაწყისისათვის ემზადებიან. ის ყველანაირად ცდილობს დაიმორჩილოს მრავალ ნაციონალური და ძნელი სამართავი კლასი. მისი მეთოდია დისკუსიაში შესვლა და არა დასჯის საშუალებით ადამიანების აღზრდა. თუმცა მისი პედაგოგიური ეთიკა გამოცდის წინაშე დგება, როცა მოსწავლეები მისი სწავლების მეთოდს ეჭვის ქვეშ აყენებენ და ბრძოლას უცხადებენ…
კანის ოქროს პალმის რტოს მფლობელი ფილმი, რომელიც ორი საათის განმავლობაში გვაიძულებს ფაქტიურად გაკვეთილებს დავესწროთ და მერხზე მჯდარმა ვადევნოთ თვალი რა ხდება თანამედროვე სკოლაში: იღებენ კი მოსწავლეები გაკვეთილზე ნამდვილად რამე ღირებულს თუ პირიქით- დეგრადირდებიან, როგორ მოქმედებს მათზე დემოკრატიული სწავლების მეთოდი და საერთოდ როგორ აღიქვამენ ისინი დემოკრატიას…როგორ აღვიქვამთ ჩვენ დემოკრატიას, რას ვგულისხმობთ მასში?