რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

უეინი (Wayne)

ექშენი, დრამა, ,,როუდ-მუვი”, შავი იუმორი- ამ ჟანრების ზღვარზე (,,დედპულის” ავტორებისგან) შექმნილი სერიალი, მდიდარი კოლორიტული პერსონაჟებით და საინტერესო სიუჟეტური სვლებით.

16 წლის უეინი ქალაქ ბროქტონში ცხოვრობს(შტატი თექსესი). იგი მის თანატოლებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. უეინი საკმაოდ ხისტი და უხეშია, თუმცა სამართლიანობის საკუთარი ხედვით. მისი ძმა საზღვაო ქვეითებში მსახურობს და დიდი ხანია კავშირზე არ გამოსულა, დედა სახლიდან გაიქცა, ხოლო მამა ავადმყოფობამ საწოლს მიაჯაჭვა. იგი მამისგან მემკვიდრეობით ძველ ვინტაჟურ ავტომობილს იღებს, რომელსაც ერთი პრობლემა აქვს: მანქანა სხვა შტატში იმ ადამიანს ჰყავს, ვინც თავის დროზე იგი დედამისთან ერთად წაიყვანა. უეინი გადაწყვიტავს დაიბრუნოს რაც მას ეკუთვნის და საქმეზე მისი ,,გერლფრენდი” – დელიც მიჰყავს…

უეინი (Wayne)
შემქმნელი: შონ სიმონსი
2019წ. (აშშ)
Wayne (2019) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
კლასი (Entre les murs)

კლასი (Entre les murs)

ფრანსუა ბეგოდოს ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაცია (ფილმში იგი

შემდეგი
მოწმეები (Les témoins) 

მოწმეები (Les témoins) 

ფრანგული დეტექტიური მინი-სერიალი, სავსე თავსატეხებითა და ფრანგული პროვინციის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share