გილერმო დელ ტოროს პროდუსერობით შექმნილი მაღალი სინჯის თრილერი ესპანური კინოსათვის დამახასიათებლი გამორჩეული თხრობის სტილითა და ატმოსფეროთი.
ჯულია თვალების პროგრესული დაავადებით იტანჯება. იგი დღითიდღე კარგავს მხედველობას. ამას ემატება საზარელი შემთხვევა: მის ტყუპისცალ დას, რომელსაც იგივე პრობლემები ჰქონდა თვალებზე, ჩამომხრჩვალს პოულობენ მისივე სახლის სარდაფში. ჯულიას არ ჯერა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო, მაგრამ პოლიცია და ჯულიას მეუღლე უნდობლად ეკიდება მის ამ ვერსიას. სასწორკვეთილი ჯულიას ცდილობს საპირისპირო დაამტკიცოს, სანამ მხედველობას ბოლომდე დაკარგავს…

