ჯორჯ ქლუნის საოცრად ჭკვიანური და საინტერესო რეჟისორული მიგნებები ჩაკ ბერისის მემუარების ეკრანიზაციაში. ძნელია დავიჯეროთ, რომ ეს მისი სადებიუტო ფილმია.
ჩაკ ბერისი ავტორი იყო არაერთი პოპულარული ტელეშოუსი 60-იანი წლების ამერიკაში. თუმცა საქმე ყოველთვის კარგად არ მიდიოდა. ერთ ერთი ესეთი ფინანსური კრიზისის დროს ცენტრალური სადაზვერვო სამსახური მას თავაზობს სამსახურს და ისიც თანხმდება. ბერისი გადის სპეციალურ წვრთნას, რის შემდეგ მას სხვადასხვა სახის დავალებებს აძლევენ, მათ შორის ადამიანების ლიკიდაციას. ამიერიდან მას ორი ცხოვრება აქვს: პირველი-რეიტინგული ტელეშოუების შემქნელის და მეორე- მკვლელის, რომელიც ქვეყნისთვის არასასურველ ადამიანებს ვირტუოზულად იშორებს.
ჯულია რობერთსი და დრიუ ბერიმორი სიმბოლურ თანხად- 250 000$ დათანხმდნენ ემუშავათ მათი მეგობრის ფილმზე, რომელიც იძულებული იყო შეზღუდული ბიუჯეტით(30 მილიონი) ოპერირება მოეხდინა. ბრედ პითი და მეთ დეიმონი ეპიზოდურ როლებში თამაშს კი საერთოდ უსასყიდლოდ დათანხმდნენ.