სამურაის ცხოვრების წესი, მისი ღირსება და სული- იაპონელი რეჟისორის ტაკაში მიიკეს დრამაში, რომელიც კანის ფესტივალის ოქროს პალმის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
გაღარიბებულ სამურაის – ჰასიროს სურს ღირსეულად მოკვდეს და იგი რიტუალური თვითმკვლელობის(ჰარაკირი) ჩასატარებლად- ,,იის” კლანის საგვარეულო რეზიდენციას ირჩევს. . საგვარეულო რეზიდენციის მმართველი- კაგეიუ ცდილობს გადააფიქრებინოს მას ეს განზრახვა და ახალგაზრდა რონინის(უბატონო სამურაი) ტრაგიკულ ისტორიას უყვება, რომელმაც ცოტა ხნის წინ იგივე თხოვნით მიმართა კლანს. ჰასირო შეძრწუნებული უსმენს ახალგაზრდა რონინის ისტორიას, მაგრამ იგი ურყევია მის გადაწყვეტილებაში და ისიც იწყებს ისტორიის მოყოლას, რომელიც ფარდას ახდის მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზს…
ტაკაში მიიკე იაპონური უბრალოებითა და ლაკონურობით გვიყვება სულისშემძვრელ დრამას, რომელიც სამურაის რთულ ბედს ასახავს ფეოდალურ იაპონიაში. ფილმი წარმოადგენს 1962 წელს მასაკი კობაიასის მიერ გადაღებულ იგივე სახელწოდების კლასიკური ფილმის რიმეიქს.