უცნაური და ალეგორიებით სავსე ფილმი, რომელიც ალტერნატიულ რეალობაში ვითარდება.
რეის, რომლიც ლოგისტიკის სფეროში მუშაობს, სახსრები არ ყოფნის მისი უმცროსი ძმის სამკურნალო ხარჯების დასაფარად. ძმას უცნაური დაავადება- ომანია (ქრონიკული დაღლილობა) სჭირს და იგი კლინიკაში მკურნალობას საჭიროებს. მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება. ამიტომ რეი თანხმდება წინადადებას, რომელიც დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობას იძლევა და თანამედროვე ტექნოლოგიების კომპანიაში იწყებს მუშობას, რომელიც ოპტიკური კაბელების გაყვანით და დაქსელვითაა დაკავებული.
მას დავალებას აძლევენ და სამარშრუტო სახელს- ბივშტექს ლაპსის ანიჭებენ, რომელიც როგორც ირკვევა რეიმდე სხვას ეკუთვნოდა…
ნოა ჰატონის სადებიუტო ფილმი იწყება ვიდეოს ჩვენებით სადაც ინტერნეტის განვითარების ისტორიაზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების სარგებლობაზე გვამცნობენ, ხოლო ოპერატორი რომელიც ვიდეოს პრეზენტაციას აკეთებს, წარმოდგენა არა აქვს ტექნიკურად როგორ გამართოს იგი. ეს ირონია და პაროდიულობა სულ თან დაჰყვება ფილმის სიუჟეტს, სადაც თანამედროვე საზოგადოების ბევრი პრობლემაა წარმოჩენილი, როგორიცაა: ახლი ტექნოლოგიების დანერგვა და ადაპტირება; გარემოს დაცვა; ჯანდაცვის და დასაქმების სისტემის პრობლემები და საზოგადოების რეალური როლი ყველაფერ ამაში…
ეს ირონია და პაროდიულობა სულ თან დაჰყვება ფილმის სიუჟეტს, სადაც თანამედროვე საზოგადოების ბევრი პრობლემაა წარმოჩენილი