სერიალი ჯეიმს გრეიდის რომანის- ,,კონდორის ექვსი დღის” ადაპტაციაა, რომლის პირველი ეკრანიზაცია 1975 წელს შედგა რობერტ რედფორდის მონაწილეობით.
პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის ახალგაზრდა თანამშრომელი- ჯო ტერნერი, რომლის კომპანია ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურზე მუშაობს, აღმოაჩენს, რომ მისი განყოფილების ყველა თანამშრომელი მოკლულია. დანაშულის გამოძიება ფარდას ხდის შოკისმომგვრელ საიდუმლოებებს და გამოავლენს შეთქმულებას, რომლის ეპიცენტრში თვითონ ტერნერია.