მგრძნობიარე ფრანგული კომედიური დრამა, რომელიც მხოლოდ დადებით ემოციებს დატოვებს მაყურებელში.
სუზი იგებს, რომ სასიკვდილოდ არის ავად. დრო ძალიან ცოტა რჩება. იგი გადაწყვიტავს მოძებნოს შვილი, რომელზეც უარი თქვა 27 წლის წინ. მისი მეკავშირე ამ ძებნაში უცნაური შემთხვევის წყალობით ჯეი ბი აღმოჩნდება, IT-ის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელმაც ცხოვრების ყოველგვარი ინტერესი დაკარგა. განწირულ წყვილს კიდევ ერთი უცნაური პერსონაჟი შეუერთდება ქალაქის არქივიდან. ისინი ერთად გაემგზავრებიან საინტერესო და თავშესაქცევ მოგზაურობაში, რათა სუზის ბოლო სურვილი აასრულონ.
ფილმში ძალიან ბევრი სახალისო მომენტი და სიტუაციაა, რაც მის დრამატიზმს ხელს საერთოდ არ უშლის და დინამიკას მატებს. ფილმი ეძღვნება ტერი ჯონსის ხსოვნას, ერთ ერთ დამფუძნებელს ბრიტანული კომიკ-ჯგუფის ,,მონტი პაიტონისა”. ტერი ჯონსმა ალბერ დიუპონტელის ორ ფილმში ითამაშა. ფილმის ეპიზოდში (მონადირის რეკლამაში) ,,მონტი პაიტონის” კიდევ ერთ მონაწილე- ტერი გილიამი თამაშობს.