ფსიქოლოგიური დრამა, თრილერი, საშინელებათა ფილმი, სატირა რელიგიურ თემაზე- როუზ გლასის ფილმში გამოყენებული ჟანრების ჩამონათვალია. რელიგიურ ფანატიზმს კინოში ხშირად გვიჩვენებენ ტერაქტების ან მოწმუნეების რწმენის შელახვის გზით. რეჟისორი სხვა გზით მიდის. იგი ერთი ადამიანის ერთი შეპყრობილი იდეის თუ რწმენის შიგნით იკვლევს, იმ რწმენისა თუ შეპყრობისა, რომ თითქოს მას შეუძლია იხსნას სხვა ადამიანების სულები მისი რწმენის გზით. ეს ძალიან ფაქიზი გზაა, სადაც ერთი ნაბიჯის არასწორად გადადგმას სავალალო შედეგები მოაქვს.
რელიგიური გოგონა- მოდი მომვლელად მუშაობს. იგი საკმაოდ ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. მისი ახალი მოსავლელი სასიკვდილოდ განწირული ავადმყოფი, ყოფილი მოცეკვავე ამანდაა, რომელიც მარტო ცხოვრობს უზარმაზარ სახლში. მოდი მოვლეობებს პირნათლად ასრულებს. გარდა ამისა, იგი გადაწყვეტს, რომ ამანდას ცოდვილი სულის გადარჩენა მხოლოდ მას შეუძლია…