ადრენალინით და თავბრუსდამხვევი ,,ექშენით” სავსე ფილმი დროის მარყუჟზე- ვიდეოთამაშს გვაგონებს, სადაც მთავარ გმირს ულევი სიცოცხლე აქვს.
როის- ყოფილ სპეცნაზელს უკვე გული ერევა აფეთქებების და სროლების შემყურე. მას უკვე მერამდენედ კლავენ სხვადასხვა მეთოდებით სხვადასხვა ჯიშის მკვლელები. მაგრამ ყოველ დილით ყველაფერი თავიდან იწყება. ვის მოუვიდა თავში, ეს ყველაფერი მისთვის მოეწყო ან რატომ..? ამის გარკვევას როი განუწყვეტელი დევნის შორის შუალედებში ცდილობს.

